სულ ცოტა ორასი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა იაპონიაში მომხდარ ძლიერ მიწისძვრას, რომელმაც გამანადგურებელი ცუნამის წარმოშობას შეუწყო ხელი. დღეს მომხდარ მიწისძვრას ანალოგი ასი წლის წინ ჰქონდა. სტიქიის შედეგად, როგორც ოფიციალური ტოკიო ვარაუდობს, ზარალი მასშტაბური იქნება.
დაღუპულთა გარდა, ბევრი ადამიანი ამ წუთებამდე დაკარგულად ითვლება. გაეროს ბირთვული სააგენტოს ცნობით, იაპონიამ სტიქიის ზონასთან ახლოს ოთხი ბირთვული ელექტროსადგურის მუშაობა შეაჩერა.