ავღანეთში საერთაშორისო უშიშროების ძალების წარმომადგენლის განცხადების თანახმად არ არის მართებული ავღანეთის პრეზიდენტის ჰამიდ კარზაის განცხადება იმის თაობაზე, რომ გასულ კვირას ჰელმანდის პროვინციაში ნატოს მიერ გატყორცნილი რაკეტის აფეთქების შედეგად 52-ი მშვიდობიანი მოსახლე დაიღუპა. როგორც ამ განცხადებაშია ნათქვამი ნატოსა და ავღანეთის მთავრობის ერთობლივმა გამოძიებამ ვერ მოიპოვა იმის სამხილები, რომ აფეთქებას სამოქალაქო პირები შეეწირნენ. კარზაიმ განაცხადა, რომ როგორც ავღანეთის დაზვერვის თანამშრომლებმა გაარკვიეს ნატოს მიერ გატყორცნილი რაკეტა მოხვდა სახლს, რომელშიც თავი სეაფარეს მშვიდობიანმა მოსახლეობამ, რათა გაქცეოდნენ ნატოსა და თალიბთა შორის ამტყდარ შეტაკებას.
პოპულარული
1