პაკისტანის ხელისუფლების განცხადებით,ჩრდილოეთ ვაზირისტანში ამერიკელთა სარაკეტო თავდასხმის შედეგად ორი მეამბოხე გაანადგურეს.
თავდასხმა ქალაქ მირ ალიში მდებარე ერთ-ერთ სახლზე განხორციელდა.
ეს რეგიონი ავღანეთის საზღვრის მახლობლად მდებარეობს. აქედან თალიბები და ალ-ყაიდას მეომრები ნატოს ჯარებზე ანხორციელებენ თავდასხმებს.
შეერთებული შტატების პრეზიდენტის ბარაქ ობამას ინიციატივით,საგრძნობლად გაიზარდა უპილოტო საფრენი აპარატების გამოყენება ავღანეთსა და პაკისტანში, რაც ისლამაბადის უარყოფით დამოკიდებულებას იწვევს.