ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ტუნისის მომავალი


ტუნისის მომავალი
ტუნისის მომავალი

პირველი არჩევნების მოლოდინში

ტუნისში ჟასმინის რევოლუციის ხმაური უკვე გამქრალია. პოლიციასთან შეჯახების ნაცვლად ადამიანთა გარკვეული ნაწილი, ტუნისის დედაქალაქში, ზაფხულის საღამოებს ღია კაფებში ჩაის სმით და ჩილიმის მოწევით ატარებს.

14 იანვრის მოგონებები ჯერ კიდევ შემორჩენილია. ამ დღეს მასიური აჯანყება მოეწყო, რომელმაც ტუნისის ლიდერის - ზინ ელ აბიდინ ბენ ალის ხანგრძლივ მმართველობას მოუღო ბოლო. ჰაბიბ ბურგიბას ბულვარი, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ, ტანკებისა და ეკლიანი მავთულხლართების მეშვეობით იყო გარშემორტყმული.

განაჩენი ბენ ალის 50 წლიანი პატიმრობის თაობაზე უკვე ორმა სასამართლომ გამოიტანა. მას ბრალი ედება ნარკოტიკების კონტრაბანდასა და გასაღებაში. მთავრობის მცდელობა, საუდის არაბეთში, მისი ექსტრადაციის თაობაზე, წარუმატებლად დასრულდა.

დღესდღეობით, ჩრდილოეთ აფრიკის ეს ქვეყანა განვითარების ახალ გზას ადგას. მის სახელმწიფოებრივ ისტორიაში პირველად, 23 ოქტომბერს, დემოკრატიული არჩევნები გაიმართება.

90-ზე მეტი პარტია ეგრეთ წოდებულ დამფუძნებელთა კრებაში ადგილების მოსაპოვებლად იბრძვის. აღნიშნულ ორგანოს, უფლება ეძლევა შეიმუშავოს კონსტიტუცია, დანიშნოს საპარლამენტო და საპრეზიდენტო არჩევნები. ერთ-ერთი მცირე ზომის პარტია - სახალხო ერთობის პარტია, სტომატოლოგიური ოფისის გვერდით არსებული უსახური შენობის მეორე სართულზე მდებარეობს.

გენერალური მდივანი - ჰასინე ჰამამი, აღნიშნული პარტიის საარჩევნო პლატფორმას აღწერს. პარტია რელიგიური შეხედულებებისაგან თავისუფალი, ნეიტრალური მთავრობის, პრესის თავისუფლებისა და სოციალისტური ეკონომიკის მომხრეა. რევოლუციის მიუხედავად, ჰამამი კვლავ ღელავს ტუნისის მომავალზე.

მას მოკავშირეებიც ჰყავს. უნივერსიტეტის სტუდენტი - სამნებ ჯაფარი ამბობს, რომ ტუნისელები ჯერ კიდევ არ იცნობენ პოლიტიკურ პარტიებს. მისი თქმით, მიუხედავად იმისა, რომ არჩევნები სამი თვის წინ დასრულდა, პოლიტიკური პარტიების სამოქმედო გეგმის ირგვლივ კვლავ ინფორმაციის დიდი ნაკლებობა შეინიშნება.

ადგილობრივი საზოგადოებრივი აზრის კვლევის სააგენტო „აი-სი-ტი-აი-სი“ მიიჩნევს რომ ტუნისელთა ნახევარმა არ იცის, თუ რომელ პოლიტიკურ ფრთას უკავია დამფუძნებელთა კრებაში ადგილი. სააგენტოს გენერალური დირექტორი ჰოსნი ნემსიაც, რომ აღნიშნულმა საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგებმა, ტუნისელთა დიდი ინტერესი გამოავლინა პოლიტიკისადმი.

პარტია „ენაჰდამ,“ რომელმაც საჯარო ყურადღება მიიპყრო, ბენ ალის მმართველობის დროს აკრძალული იყო. ამჟამად მას საშიშროება აღარ ემუქრება ტუნისელთა უმრავლესობას საკმაოდ მოსწონს ეს პარტია. მომხრეთა შორის ძირითად ისინი არიან, რომლებიც ღრმა რელიგიური შეხედულებებისგანაა თავისუფალი.

მიუხედავად არსებული საეჭვო პოლიტიკური ვითარებისა და ალაგ-ალაგ გამოვლენილი ძალადობის ფაქტებისა, ტუნისელთა უმრავლესობა ოპტიმისტურადაა განწყობილი.

შეკითხვაზე - საით მიდის ტუნისი? პასუხი ჯერჯერობით ამ კითხვაზე ბუნდოვანია. მაგრამ ექსპერტი მოკეფის მოსაზრებით არსებული ყველა მაჩვენებლის გათვალისწინებით, ტუნისი სწორი გზით ვითარდება.

XS
SM
MD
LG