ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

უილიამ ბერნსმა კონგრესში ირანთან დაკავშირებულ პრობლემებზე ისაუბრა


აშშ-ს სახელმწიფო მდივნის თანაშემწე პოლიტიკურ საკითხებში უილიამ ბერნსი კონგრესის წიაშე გამოვიდა სიტყვით და ირანთან დაკავშირებულ პრობლემებზე ისაუბრა:

-„ბირთვული იარაღით შეიარაღებული ირანი დიდ საშიშროებას შეუქმნის სტაბილობას მსოფლიოს იმ რეგიონში, რომელიც კრიტიკული მნიშვნელობისაა ჩვენი ინტერესებისავის. იგივე საფრთხე ელის გლობალურ ეკონომიკას. ეს ფაქტი ძირს გამოუთხრის გაეროსა და სხვა საერთაშორისო ინსტიტუტების პრესტიჟს და სერიოზულ საფრთხეს შეუქმნის ბირთვული იარაღის არგავრცელების სისტემას, მაშინ როდესაც ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ ამ სისტემის განმტკიცებისათვის.“

როგორც ბერნსმა თქვა საშიშროება კიდევ უფრო შემაშფოთებელ ფორმებს იღებს ირანის ხელმძღვანელობის მოქმედების გამო.:

-: ამ კოინტექსტში განსაკუთრებით უნდა აღინიშნოს უკვე წლების განმავლობაში მიმდინარე მხარდაჭერა ტერორისტული ჯგფებისადმი, ახლოაღმოსავლეთში მშვიდობის დამყარების პროცესისადმი ირანი წინააღმდეგობა, ირანის ხელმძღვანელობის აღმაშფოთებელი რიტორიკა ისრაელისა და ებრაელების გენოციდზე, ისევე როგორც საკუთარი ხალხის შევიწროვება.“

ამ ფონზე აცხადეს ბერნსი, აშშ-ს პოლიტიკა ნათელია:

-„ჩვენ ხელი უნდა შევუშალოთ ირანს ბირთვული ირაღის შემუშავებაში და წინ აღვუდგეთ მის მოქმედებას ახლოაღმოსავლეთში და მის საზღვრებს გარეთ. ჩვენ კვლავაც უნდა გავაგრძელოთ ძალისხმევა, რათა ახლოაღმოსავლეთში

გავაფართოვოთ დემოკრატიის არეალი და ადამიანის უფლებების დაცვასა და განვითარებას შევუწყოთ ხელი.“

როგორც ბერნსმა აღნიშნა, ბოლო 18 თვის განმავლობაში აშშ ცდილობს ამ მიზნების სხვადასხვა მეთოდებით მიღწევას, რაშიც მოიაზრება უშიშროების დარგში ამერიკის თანამშრომლობა მის მოკავშირეებთან სპარსეთის ყურის რეგიონში. ამას გარდა აშშ უპრეცენტენტო ძალისხმევაში ჩაება ირანის ლიდერებთან კონტაქტის სახით, რათა ირანისთვის მიეცათ მისი ბირთვული პროგრამის შეჩერების შესაძლებლობა. ირანმა თავის მხრივ კი აირჩია ისეთი მოქმედება, რომელიც შეშფოთებას იწვევს მსოფლიო საზოგადოებრიობაში და ეს მოქმედება მოიცავს ქალაქ ქომთან ურანის გამდიდრების საიდუმლო ობიექტის შექმნას, რაც არ ესადაგება გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციებს. ირანის ეს მოქმედება მხოლოდ ერთ გამოსავალს უტოვებს საერთაშორისო საზოგადოებრიობას, რაც გამოიხატება ირანზე ეკონომიკურ და პოლიტიკური ზეწოლის გაზრდაში, რათა ირანმა შეცვალოს მისი პოზიცია და დაუბრუნდეს მოლაპარაკებებს მისი ბრთვული პროგრამის შესახებ. 9 ივნისს დამტკიცდა გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუცია ნომერი 1929 , რომლის ძალითაც ირანს მის ისტორიაში ყველაზე უფრო მკაცრი სანქციები დაუწესეს. ბერნსმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ საერთაშორისო საზოგადოებრიობა მზად არის სერიოზული მოლაპარაკებებისათვის ირანთან, რათა ერთხელ და სამუდამოდ მოგვარდეს არსებული პრობლემა, თუკი ირანი მზადაა ამ მოლაპარაკებებისათვის. გაეროს უკანასკნელი რეზოლუცია კიონკრეტული არჩევანის წინაშე აყენებს თეირანს: პრობლემის დიპლომატიური გზებით მოგვარება და ბირთვული იარაღის არგავრცელების დარგში აღებული საერთაშორისო ვალდებულებების შესრულება ან უარის შემთხვევაში სულ უფრო მზარდი საერთაშორისო ზეწოლა.

XS
SM
MD
LG