ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

თაჰრირის მოედანი - მუბარაქის გადადგომის მოლოდინში


თაჰრირის მოედანი - მუბარაქის გადადგომის მოლოდინში
თაჰრირის მოედანი - მუბარაქის გადადგომის მოლოდინში

პრეზიდენტი რამდენიმე საათში ეგვიპტელებს მიმართავს

ეგვიპტის ოპოზიციის ათასობით მხარდამჭერი თაჰრირის მოედანზეა შეკრებილი. გავრცელებული ხმების თანახმად, პრეზიდენტი მუბარაქი ძალიან მალე დააკმაყოფილებს დემონსტრაციის მოთხოვნას და თანამდებობას დატოვებს. თაჰრირის მოედანზე გამარჯვებას წინასწარ ზეიმობენ. „ამერიკის ხმის“ კორესპონდენტი ელიზაბეტ აროტი მომიტინგეთა შორის იმყოფება. მისი თქმით, მოედანზე შეკრებილი ხალხი მუბარაქის განცხადებას ელოდება. როგორც ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის ლიდერმა ჩვენს კორესპონდენტს განუცხადა, მუბარაქი განცხადებას რამდენიმე საათში გააკეთებს.

„აღსანიშნავია, რომ შეარაღებული ძალების უმაღლესი საბჭოს შეკრებაზე ბატონი მუბარაქი არ იმყოფებოდა. მოსახლოებაში გავრცელდა ხმები, რომ შეიარაღებული ძალები მზად არიან დაიცვან ეგვიპტელი ხალხი. მიუხედავად იმისა, რომ, საკმაოდ ორაზროვანი განცხადებები კეთდება, ხალხი ძალიან კარგი ამბის მოლოდინშია,“ - ამბობს ოპოზიციის წარმომადგენელი.

„ამერიკის ხმის“ კორესპონდენტის ცნობით, მართალია ჯერ დადასტურებული ფაქტები არ არსებობს, თუმცა მოსახლეობა დარწმუნებულია, რომ მუბარაქი მალე გააკეთებს განცხადებას გადადგომის შესახებ. თაჰრირის მოედანზე შეკრებილი ეგვიპტელები ასევე წინააღმდეგი არიან, რომ მუბარაქის წასვლის შემდეგ ხელისუფლებაში ისევ მისი მთავრობის წევრები დარჩნენ. ეგვიპტელები ითხოვენ, რომ ხელისუფლება ყველამ უნდა დატოვოს, ვინც მუბარაქთან არის დაკავშირებული. ისინი ამბობენ, რომ მოსალოდნელი ცვლილების მთავარი გარანტორი ეგვიპტის არმიაა.

XS
SM
MD
LG