ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

რუსეთი არ კარგავს მსოფლო სავაჭრო ორგანიზაციაში გაწევრიანების იმედს


მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაცია, რომლის დანიშნულებაა საერთაშორისო ვაჭრობის კანონების დაცვაზე ზედამხედველობა დღეს 153 წევრ სახელმწიფოს ითვლის. მისი სათავო ოფისი ჟენევაშია დაბინავებული. იგი 1995 წელს ჩამოყალიბდა და შესცვალა გატის სახელით ცნობილი ორგანიზაცია. ექსპერტებს საყოველთაოდ მიაჩნიათ, რომ მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში გაწევრიანების მსურველ სახელმწიფოს მეთელი რიგი ხელშეკრულებების მიღება მოუწევს. აქ მოიაზრება მაგალითად ტარიფების ის მაქსიმუმ, რომლის დაწესების უფლებაც აქვს ამა თუ იმ სახელმწიფოს იმპორტირებულ საქონელზე. ამას გარდა საჭირო გახდება ორმხრივი სავაჭრო შეთანხმებების დადება წევრ სახელმწფოებთან. ყველაფერი ეს მოითხოვს დროს, რაც იწვევს წევრობის მსურველი სახელმწიფოს გაწევრიანებისათვის აუცილებელი მოლაპარაკებებისათვს დროში გაწელვას. ამის კარგი მაგალითია თუნდაც რუსეთი. აი რა თქვა ჩვენთან საუბარში სავჭრო საკითხების ექსპერტმა დეივიდ ქრისტიმ:

-„ეს წარმოუდგენლად რთული პროცესია. ეს არ არის იგივე რაც ვთქვათ დიდ შვიდეულში ან დიდ ოცეულში მიწვევის მიღება. აქ ჩვენ საქმე გვაქვს პროცესთან, როდესაც გაწევრიანების სურვილის მქონე სახელმწიფომ თავის ტერიტორიაზე პრაქტიკულად რადიკალურად უნდა შესცვალოს მისი იურიდიული საფუძვლები, რომელთანაც შეხებაში შევა მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაცია, რათა მოხდეს გაწევრიანების მსურველი სახელმწიფოს კანონების სინქრონიზება მსოფლო სავაჭრო ორგანიზაციის ფარგლებში აღებულ ვალდებულებებთან. სწორედ ამ პროცესში ამჟამად ჩაბმული რუსეთი.“

ანდერს ასლუნდი საერთაშორისო ეკონომიკის პეტერსონის სახელობის ინსტიტუტის თანამშრომელია. ჩვენთან საუბარში მან აღნიშნა, რომ საკუთარი იურიდიული ჩარჩოს გარდა მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციას საკმაოდ ქმედითი მექანიზმი გააჩნია წევრ სახელმწიფოებს შორის სადაო საკითხების მოგვარებისათვის. აი კერძოდ რა თქვა მან:

-„თუ დაარღვიე სავაჭრო ორგანიზაციის წინაშე აღებული ვალდებულებები ნებისმიერ წევრ სახელმწიფოს უფლება აქვს გიჩივლოს მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის სასამართლოში, რასაც შეიძლება თან მოჰყვეს საკმაოდ სოლიდური ჯარიმის გადახდა. „

როგორც ასლუნდმა აღნიშნა რუსეთი ცდილობს მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში გაწევრანებას მაშინ, როდესაც მას საკმაოდ სერიოზული ეკონომიკური პრობლემები გააჩნია. მისი თქმით

-„ ახლა ყველა ხვდება, რომ რუსეთი ბოლო დროს ფონს პრაქტიკულად ნავთობის ხარჯზე გადიოდა. ხოლო რუსეთის ეკონომიკა დღეს არც ისეთი მყარია, როგორც რუსეთის ხელმძღვანელობას ეგონა. რუსეთში გაოგნება გამოიწვია იმ ფაქტმა, რომ გასულ წელს ერთ სულ მოსახლეზე შემოსავლის რაოდენობამ რვა პროცენტით იკლო. ასეთი მაჩვენებელი დიდი ოცეულის არც ერთ სახელმწიფოს არ გააჩნია. რაც შეეხება პერსპექტივებს არც აქ არის საქმე კარგად-ამ დარგში ზრდა საკმაოდ ნელი ტემპებით წარიმართება.“

რუსეთის პრეზიდენტის დიმიტრი მედვედევის ერთ-ერთი მთავარი მიზანია რუსეთის ეკონომიკის მოდერნიზება. როგორც კოლუმბიის უნივერსიტეტის თანამშრომელს რობერტ ლეგვოლდს მიაჩნია მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში წევრობის მიღება დაეხმარება რუსეთს თუნდაც იმით, რომ რუსეთისათვის ხელმისაწვდომი გახდება ახალი ბაზრები:

-„ ჩემის აზრით ყველაზე დიდ სარგებელს რუსეთი ამოიღებს იმ ფაქტიდან, რომ ამ ორგანიზაციაში გაწევრიანების შემდეგ რუსეთი ჩაერთვება ისეთ გარემოში, სადაც კონკურენტუნარიანობა თამშობს დიდ როლს და სწორედ ეს გახდება ჩემის აზრით ის პოზიტიური ფაქტორი, რომელიც დაეხმარება კრემლს რსეთის ეკონომიკის მოდერნიზებაში.“

ახლახანს ვაშინგტონში გამართულ უმაღლესი დონის შეხვედრაზე პრეზიდენტ ბარაკ ობამასა და რუსეთის პრეზიდენტ დიმიტრი მედვედევს შორის, მედვედევმა იმედი გამხატა, რომ მსოფლიო სავაწრო ორგანიზაციაში რუსეთის მიღების პროცესში არსებული პრობლემები ამა წლის სექტემბრისათვის მოგვარდება, მაგრამ ექსპერტთა უმეტესობას მიაჩნია, რომ რუსეთის ამ ორგანიზაციაში მიღების პროცესი კიდევ კარგა ხანს გაგრძელდება.

XS
SM
MD
LG