წყალდიდობაა ინდოეთის ქაშმირშიც, სადაც სტიქიამ 130 ადამიანის სიცოცხლე შეიწირა.
მაშველების განცხადებით, უამრავი ადამიანი უგზოუკვლოდ არის დაკარგული. ჰიმალაის მთებიდან მოვარდნილმა მეწყერებმა თავის გზაზე ყველაფერი წალეკეს. გაწყვეტილია ელექტროენერგიის ხაზები და სატელეფონო კავშირი რეგიონთან, სადაც ასობით სახლია დანგრეული.