მსოფლიო ლიდერები ლონდონში ერთდღიან შეხვედრაზე იმ მიზნით შეიკრიბნენ, რომ სომალის სტაბილიზაციის დამყარებაში დაეხმარონ.
ბრიტანეთის პრემიერ მინისტრის დევიდ კამერონის განცხადებით, შეხვედრის მიზანი სომალის პრობლემის საერთაშორისო გადაწყვეტა არ არის.
აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა ჰილარი კლინტონმა კონფერენციის 40 ქვეყნის წარმომადგენლებს მიმართა, რომ მსოფლიო საზოგადოება ვალდებულია სომალის სტაბილური მთავრობის ჩამოყალიბებაში დაეხმაროს. კლინტონის განცხადებით, ასევე უნდა გაგრძელდეს ზეწოლა ალ ყაიდასთან დაკავშირებულ მემაბოხეთა დაჯგუფების ალ შაბაბის წევრებზეც.
გაეროს გენერალური მდივნის ბან კი მუნის განცხადებით, სომალის სჭირდება ახალი კონსტიტუცია, პარლამენტი და გამჭვირვალე საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნები.
სომალი ოცი წელი სამოქალაქო ომში იყო ჩაბმული და 1991 წლის შემდეგ მოსახლეობა გაჭირვებაში ცხოვრობდა. რეგიონის მდგომარეობას ასევე ამძიმებდა ალ შაბაბის მეამბოხეთა დაპირისპირება და სომალის მეკობრეთა გამუდმებული თარეში.