გაეროს წარმომადგენელმა განაცხადა, რომ სპილოს ძვლის ნაპირის პრეზიდენტის გბაგბოს მომხრეებმა სამშვიდობო მოლაპარაკების დროს თავიანთი კონტროლის ქვეშ მოაქციეს ქალაქი აბიჯანი და მისი მიმდებარე ტერიტორია.
საერთაშორისო საზოგადოებრიობის მიერ აღიარებული პრეზიდენტის ალასანე ოუტარას მხარდამჭერებმა ალყაში მოაქციეს საპრეზიდენტო შენობა, სადაც პრეზიდენტი გბაგბო და მისი მომხრეები არიან დაბანაკებულები.
პარასკევს გბაგბოს მხარდამჭერებმა დაბომბეს საფრანგეთის ელჩის რეზიდენცია.
ამის ფონზე ჰიუმან რაით ვოჩი აცხადებს, რომ ოუტარას მომხრეებმა ასობით სამოქალაქო პირი ამოხოცეს, გადაწვეს სოფლები და გააუპატიურეს გბაგბოს მომხრეები.
ამავე განცხადების თანახმად, ორივე მხარემ პასუხი უნდა აგოს კონფლიქტის დროს ჩადენილი დანაშაულზე.