მას მერე, რაც შეერთებულ შტატებში გავრცელდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ქვეყანაში ეკონომიკის მხრივ კვლავ რთული მდგომარეობაა, პრეზიდენტი ობამა თავის მრჩევლებსა და ჟურნალისტებს შეხვდა.
შეხვედრის დროს პრეზიდენტმა დაადასტურა, რომ რეცესიიდან გამოსვლის პროცესი ძალზე ნელი ტემპით მიმდინარეობს და უმუშევრობის დონე ამერიკაში კვლავ მაღალია.
თეთრი სახლში გამოსვლისას, პრეზიდენ ბარაკ ობამას განსაკუთრებული ყურადღება მაინც არ გაუმახვილებია ეკონომიკის რეცესიის რეალურ პრობლემებზე,. მან განუმარტა ამერიკის მოსახლეობას, რომ წინ კიდევ ბევრი გამოწვევაა და ადმინისტრაციის სახელით, ეკონომიკა გამოცოხლებისა და ახალი სამუშაო ადგილების შექმნის პირობა დადო:
„მიუხედავად იმისა, რომ მდგომარეობის გასაუმჯობესებლად უკსნასკნელ დროს არაერთი ზომა გავატარეთ, ზოგიერთ სფეროში კვლავ მძიმე მდგომარეობაა და ამერიკელთა დიდი ნაწილი სამსახურს კარგავს“
გასულ კვირას ვაჭრობის დეპარტამენტმა ეკონომიკის გამოცოცხლების თვალსაზრისით, წლის მეორე ნახევარში ორი მთელი ერთი მეათედიდან ერთ მთელ ექვს მეათედ პროცენტამდე ვარდნა დააფიქსირა. ამას თან დაერთო უძრავი ქონების ბაზარზე ფასების განსაკუთრებული ვარდნა და ამერიკელთა მხრიდან უმუშევრობის შეღავათებზე მოთხოვნის მნიშვნელოვანი ზრდა. ასე რომ, ყველა ზემოხსენებული ფაქტი ადასტურებს, რომ ქვეყანაში რეცეისიიდან გამოსვლის პროცესი ჯერჯერობით მაინც დუნეა.
შეერთებულ შტატებში უმუშევრობის დონე 9,5 მეათედს აღწევს. იმატა ხანგრძლივად უმუშევარ ამერიკელთა რიცხვმაც. არადა ზაფხულის თვეებში ამერიკის ავტოინდუსტრიაში ოპტიმისტური ნიშნების გაჩენის შემდეგ. პრეზიდენტი ობამა ეკონომიკური პროგრესის მხრივ გარკვეულ იმედებს სახავდა.
ამ ფონზე კანონმდებლები შუალედური არჩევნებისთვის ემზადებიან და ნაკლებად სავარაუდოა ,რომ კონგრესმა ეკონომიკის ახალი მასტიმულირებელი რაიმე კანონპროექტი განიხილოს. თუმცა ბატონი ობამა იმედს არ კარგავს და აღნიშნავს,რომ მისი გუნდი დამატებით ზომებს მიიღებს და ეკონომის გამოცოცხლების მხრივ წინსვლა უახლოეს მომავალში იქნება.
პრეზიდენტი ობამა გარკვეულწილად შექმნილ მდგომარეობაში რესპუბლიკელებსაც ადანაშაულებს. მისი განცხადებით, კონგრესში მცირე ბიზნესისთვის შეღავათიანი სესხების კანონის შეჩერებამ, მდგომარეობა კიდევ უფრო მეტად გაართულა:
„საუბედუროდ კანონპროექტი თვეების მანძილზე სენატის დონეზეა შეჩერებული .უმცირესობამ მისი კენჭისყრაზე გატანაც კი შეაფერხა. ეს კი უაზრობაა ,რადგან კანონი დეფიციტს არ ქმნის და მის დაბლოკვასაც არანირი ახსნა არ აქვს“
ეკონიმიკის გამოცოცხლებასთან დაკავშირებული პრობლემების და შუალედურ არჩევნებში დემოკრატთა სავარაუდო გამარჯვების ფონზე პრეზიდენტი ობამას რეიტინგი ქვეყანის მოსახლეობაში კვლავ დაბალია. ბოლო გამოკითხვებით, ამერიკელთა მხოლოდ 46 პროცენტი ფიქრობს, რომ პრეზიდენტი საკუთარ ვალდებულებას თავს კარგად ართმევს.