რუსეთის ოფიციალურ პირთა განცხადებით, დაღესტანში დაწყებული ძალადობის შედეგად, დღეს დილით ერთი პოლიციელი და 3 სამოქალაქო პირი დაიღუპა.
შეიარაღებულმა მამაკაცმა ცეცხლი გაუხსნა მანქანას, რომელშიც ფედერალური ციხის უფროსის მოადგილე მუჰამედ მურთაზალიევი იჯდა. მასთან ერთად გარდაიცვალა მანქანაში მჯდომი ორი ოჯახის წევრი და მძღოლი.
ინციდენტი მახაჩკალას გარეუბანში წინა შეტევიდან მხოლოდ ერთი დღის შემდეგ მოხდა, როდესაც სამი მანქანის აფეთქების გამო ოთხი ადამიანი დაიღუპა და 60 დაიჭრა.
მომხდარზე პასუხისმგებლობა ჯერჯერობით არცერთ ორგანიზაციას არ აუღია, თუმცა წარსულში დაღესტანში ისლამისტი ამბოხებულების მიერ არაერთი ტერორისტული აქტი იყო ორგანიზებული. ისლამისტები ჩრდილო კავკასიაში რუსეთის ფედერაცისგან დამოუკიდებლობისთვის იბრძვიან. ჩეჩნეთის ორი ომის დასრულების შემდეგ მცირეოდენი შეტაკებები მუსლიმი უმრავლესობით დასახლებულ რეგიონებში არ შემწყდარა.