ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

უკანონო თუ კანონიერი ცვლილება საქართველოს კონსტიტუციაში?


უკანონო თუ კანონიერი ცვლილება საქართველოს კონსტიტუციაში?
უკანონო თუ კანონიერი ცვლილება საქართველოს კონსტიტუციაში?

”თავისუფალი დემოკრატების” ლიდერმა ირაკლი ალასანიამ აღნიშნული ინიციატივა პარლამენტთან აქციით გააპროტესტა და ხელისუფლებას ამ საკითხის რეფერენდუმზე გატანისკენ მოუწოდა.

საქართველოს პარლამენტში დეპუტატთა რაოდენობის ზრდის შესახებ საკონსტიტუციო ცვლილების ინიცირება განხორციელდა. კონსტიტუციაში შესატანი ცვლილების თანახმად, პარლამენტის წევრთა რაოდენობა 150-დან 190 დეპუტატამდე უნდა გაიზარდოს.

”თავისუფალი დემოკრატების” ლიდერმა ირაკლი ალასანიამ აღნიშნული ინიციატივა პარლამენტთან აქციით გააპროტესტა და ხელისუფლებას ამ საკითხის რეფერენდუმზე გატანისკენ მოუწოდა.

პარლამენტის წევრთა რაოდენობის ზრდას აპროტესტებენ ასევე ”ყოფილი პოლიტპატიმრები ადამიანის უფლებებისთვის”. ორგანიზაციის ლიდერის ნანა კაკაბაძის თქმით, დეპუტატთა რაოდენობის ზრდა ისევ რეფერენდუმით უნდა გადაწყდეს. წინააღმდეგ შემთხვევაში ეს საქართველოს კონსტიტუციის მე-5 მუხლის დარღვევად შეფასდება:

” ბოლო პერიოდში აქტუალური გახდა თემა -პარლამენტარების რიცხვის გაზრდა, რომელიც თითქოს საპარლამენტო უმცირესობამ შეიტანა, მათი სახელით იქნა ეს ცვლილებები შეტანილი პარლამენტში. ჩემთვის მართლაც გასაოცარია, როდესაც საკანონმდებლო ორგანოს წარმომადგენელი, დეპუტატი ინვენცირებს უკანონოდ ცვლილებებს და ამით სურს გაამართლოს, თითქოს პარლამენტს აქვს უფლებამოსილება შეცვალოს ის გადაწყვეტილება, რომელიც 2003 წლის 2 ნოემბერს ჩატარებული რეფერენდუმით დადგინდა.”

" საქართველოს პარლამენტის წევრთა რაოდენობა განსაზღვრულია 150 დეპუტატით. 235-დან ამ რიცხვმა დაიწია 150-მდე 2003 წლის 2 ნოემბერს გამართული რეფერენდუმის შედეგის თანახმად"- აცხადებს პარლამენტის ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე დიმიტრი ლორთქიფანიძე:

”2003 წლის რეფერენდუმზე საზოგადოების წინაშე დაისვა კითხვა: თანახმა ხართ თუ არა, რომ საქართველოს პარლამენტის წევრთა რაოდენობა შემცირდეს და განისაზღვროს არაუმეტეს 150 დეპუტატით. ამ კითხვაზე დადებითი პასუხი გასცა 1,320 000 ამომრჩეველმა. მაშინ, მოგეხსენებათ, მიმდინარეობდა საპარლამენტო არჩევნები, საპარლამენტო არჩევნებში პროპორციული სიით, ასევე მაჟორიტარული სიით ასარჩევი დეპუტატების გარდა დღის წესრიგში წარმოდგენილი იყო ბიულეტენი, რომელიც გამომხატველი იყო ამ რეფერენდუმის. დღეს პოლიტიკური შეთახმების თანახმად ხელისუფლებასა და ე.წ. ოპოზიციის შორის.. რატომ ვუსვამ ხაზს ე.წ. ოპოზიციას- ვინაიდან საქართველოს პრეზიდენტმა ბ-ნ მიხეილ სააკაშვილისმა ცალსახად, ნათლად, ქართულ ენაზე განაცხადა, რომ იგი ეწინააღმდეგეგბა რეფერენდუმის შედეგების შეცვლას, მაგრამ ანგარიშს უწევს ოპოზიციის მოთხოვნას. იმ ოპოზიციონერთა რიგებში, ვის მოთხოვნასაც უწევს ბ-ნი პრეზიდენტი ანგარიშს, მოიაზრებიან მხოლოდ და მხოლოდ ის ოპოზიციური პოლიტიკური გაერთიანებები, რომლებიც ე.წ. საარჩევნო გარემოს ახალ, გაუმჯობესებულ ფორმატში მიიღებენ მონაწილეობას ხელისუფლებასთან ერთად. ესენი არიან ”ახალი მემეარჯვენეები”, ”ქრისტიან-დემოკრატები”, ”ევროპელი დემოკრატები”, ”დემოკრატიული პარტია”.. მოკლედ, აქ არიან ყველა ის პოლიტიკური გაერთიანებები, რომელთა კოლობორაციონალისტური დამოკიდებულება პოზიციებთან დაკავშირებით, პირდაპირ თანხვედრია 2012 წლის არჩევნებში იმ სქემით, საქართველოს პარლამენტში მოსვლასთან დაკავშირებით, რომელზეც უკვე წინასწარ არიან ისინი ჩამოყალიბებული და სწორედ დამატებით 40 დეპუტატის შემოყვანა საქართველოს პარლამენტში არის ამ სქემის კონკრეტული შემადგენელი ნაწილი. ანუ, მათ უკვე წინასწარ გამოყვეს საქართველოს პარლამენტში ადგილები და 40 ადგილი არის ის დასაკმაყოფილებები კვოტა, რომელზეც საქართველოს პრეზიდენტი არაორაზროვნად აკეთებდა და აკეთებს დღესაც განცხადებას”.

პარლამენტის უმრავლესობის წევრები უკანონოს 2003 წლის რეფერენდუმს მიიჩნევენ. უმრავლესობის ერთ-ერთი ლიდერის, აკაკი მინაშვილის განცხადებით, არანაირი სამართალდარღვევა ამ კანონპროექის მიღებით არ ხდება:

” ის რეფერენდუმი, რომელიც ჩატარებული იყო 2003 წელს კანონის წინააღმდეგია. არავითარი სამართალდარღვევა აქ არ არის, მოხდება კანონში ცვლილება. თუ ცვლილება იქნება მიღებული, ბუნებრივია სამართლებრივ ჩარჩოში მოხდება დეპუტატების რაოდენობის გაზრდა. ისევ და ისევ იქედან გამომდინარე, რომ კიდევ ერთხელ ხელი შეუწყოთ პოლიტიკური კულტურის და საზოგადოებრივი კულტურის განვითარებას და ქვეყანაში სასიკეთო ძვრებისკენ კიდევ ერთი ნაბიჯი გადავდგათ”.

აშშ-ის ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის { NDI) დაკვეთით, კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრის მიერ სექტემბერში ჩატარებული გამოკითხვის თანახმად, გამოკითხულთა მხოლოდ 8%-ი აცხადებს, რომ არის ამ ინიციატივის მომხრე, 60%-ი დეპუტატთა რაოდენობის გაზრდის წინააღმდეგია.

XS
SM
MD
LG