სირიის ხელისუფლების განცხადებით, ვიდრე ჯარების გამოყვანას დაიწყებენ, მათ რკინისებური გარანტია ესაჭიროებათ, რომ ამბოხებულები ბრძოლას შეწყვეტენ. ამის შესახებ დღეს სირიის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა ჯიჰად მაქდესიმ განაცხადა. მისი თქმით, ადრეული ცნობები იმის შესახებ, რომ სირიის მთავრობა ქალაქებიდან არმიის ნაწილების გაყვანას 10 აპრილიდან დაიწყებდა, სიმართლეს არ შეესაბამებოდა.
მისი განცხადებით, გაეროს დესპანმა კოფი ანანმა ვერ შეძლო წერილობითი გარანტიების წარდგენა, რომ შეიარაღებული ტერორისტული ჯგუფებიც მზად იყვენ დაეყარათ იარაღი. მაქდისიმ განაცხადა, რომ სირიის მთავრობა არ გაიმეორებს ადრინდელ შეცდომას, როდესაც შეასრულა არაბული ლიგის მოთხოვნა, გამოიყვანა ჯარები და ამით ამბოხებულებს გადაიარაღების და გაძლიერების საშუალება მისცა.