ჩრდილოეთ ნიგერიის ერთერთი ეკლესიის მღვდლის განცხადებით, ხუთშაბათს კათოლიკური ეკლესიის საღამოს წირვაზე შეიარაღებულმა მამაკაცმა ექვსი ადამიანი მოკლა და ათი მძიმედ დაჭრა.
დაღუპულებს შორისაა მღვდლის მეუღლეც. დანაშაულზე პასუხისმგებლობა საკუთარ თავზე ჯერჯერობით არავის აუღია.
რადიკალურ ისლამურ დაჯგუფება ბოკო ჰარამს ნიგერიაში ქრისტიანების ხოცვა-ჟლეტვაში არაერთხელ მიუძღვის ბრალი. ანალოგიური თავდასხმა მოხდა აბუჯაში 25 დეკემბერს, როდესაც კათოლოკური ეკლესიის დაბომბვას 30 ქრისტიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.
ნიგერიის ჩრდილოეთ ნაწილში ძირითადად მუსლიმი მოსახლეობა ცხოვრობს, ქვეყნის სამხრეთ ნაწილი კი ქრისტიანებითაა დასახლებული.