გაეროს მონაცემებით, სექტემბერში მსოფლიოს ბაზრებზე სურსათზე ფასები დაეცა, თუმცა ისინი მაინც უფრო მაღალია შარშანდელ წელთან შედარებით.
გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის განცხადების თანახმად, საკვებზე ფასის ინდექსი აგვისტოსთან შედარებით 2%-ით დაეცა. დავარდა ფასები შაქარზე, ხორბალზე და ზეთზე. ეს გლობალური ეკონომიკის სისუსტემ და ამერიკული დოლარის გამყარებამ გამოიწვია.
ამჟამად მსოფლიოს 32 სახელმწიფო სურსათის სასწრაფო მიწოდებას საჭიროებს, რომელთა უმრავლესობა აფრიკაში მდებარეობს. ასევე მძიმე მდგომარეობაა შექმნილი ავღანეთსა და პაკისტანში.