დიდ ბრიტანეთში ჩატარებული სამეცნიერო კვლევა ადასტურებს, რომ ასპირინის დღიური დოზის ხანგრძლივი მიღებით, შესაძლოა კოლორექტალური ავთვისებიანი სიმსივნის პრევენცია მოხდეს. საუბარია ადამიანთა იმ ჯგუფზე, რომელსაც დაავადების მიმართ გენეტიკური მიდრეკილება აქვს.
ნიუკასლის უნივერსიტეტში 5 წლის განმავლობაში 861 პაციენტს იკვლევდნენ. ავთვისებიანი სიმსივნის ალბათობა მათ შორის, ვინც ასპირინს მინიმუმ 2 წლის განმავლობაში იღებდა, 60 პროცენტით შემცირდა. კვლევის ავტორის -ჯონ ბერნის- განცხადებით შედეგი ძალზე მნიშვნელოვანია, თუმცა, სწორი დოზის და ხანგრძლივობის დასადგენად ჯერ კიდევ რამდენიმე გამოკვლევა უნდა ჩატარდეს.
სამეცნიერო კვლევის დაფინანსებაში გერმანული ფარმაცევტული კომპანია „ბაიერიც“ იღებდა მონაწილეობას, რომლის ავტორობითაც ასპირინიტ საუკუნის წინ შეიქმნა.