აქტივისტთა განცხადებით, შაბათს სირიაში ანტისამთავრობო მოძრაობის საწინააღმდეგო ოპერაციის შედეგად 25 ადამიანი დაიღუპა.
აქტივისტების განცხადებით, სულ ცოტა 17 ადამიანი დაიღუპა დარაში მას მერე, რაც სამთავრობო ძალები ქალაქში შევიდნენ. ჰომსის რეგიონში 6 ადამიანი ასადის ჯარისკაცებთან შეტაკებისას დაიღუპა. დაპირისპირება მოხდა დამასკოს სხვადასხვა უბნებშიც.
რუსეთმა ასევე წამოაყენა წინადადება-სასწრაფოდ ჩატარდეს საერთაშორისო კონფერენცია, რომელზეც გაეროს ელჩის კოფი ანანის მიერ წამოყენებული სამშვიდობო გეგმა გადაიხედება.