ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ნიგერიაში ორი მძევალი მოკლეს


მძევლები გამტაცებელებმა მანამ მოკლეს, ვიდრე მათი გადარჩენა მოხერხდებოდა.

ბრიტანელი და ნიგერიელი სამხედრო ძალების ოპერაციის დროს, ნიგერიაში ორი მძევალი მოკვდა.

ბრიტანეთის პრემიერ მინისტრმა და ნიგერიის პრეზიდენტმა გააკეთეს განცხადება, რომლის თანახმადაც, მძევლები გამტაცებელებმა მანამ მოკლეს, ვიდრე მათი გადარჩენა მოხერხდებოდა.

ნიგერიის პრეზიდენტმა ჯონათანმა მკვლელობაში ბოკო ჰარამის სამხედრო დაჯგუფება დაადანაშაულა. მისი თქმით, გამტაცებლები დაკავებული არიან და მათ შესაბამისი სასჯელი მოელით.

გათავისუფლების ოპერაცია ბრიტანელმა და ნიგერიელმა სამხედრო ძალებმა განახორციელეს. იტალიელი ფრანკო ლამოინარა და ბრიტანელი ქრისტოფერ მაკმანუსი ჩრიდლოეთ ნიგერიაში გასული წლის მაისში გაიტაცეს.

XS
SM
MD
LG