ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

სირიის ოპოზიცია უიმედოდაა


ამ კვირაში ამერიკელი სენატორები ჯონ მაკეინი და ჯო ლიბერმანი თურქეთში, სირიელი ლტოლვილების ბანაკებს ესტუმრნენ.

მსოფლიო სირიაში სპეციალურად წარგზავნილი დესპანის კოფი ანანის მიერ ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შემუშავებული შეთანხმების განხორციელების მოლოდინშია. თუმცა სირიის ოპოზიციას ბოლომდე არ სჯერა ამის რეალობის. სირიელი აქტივისტი ამარ აბდულჰამიდი ამჟამად ვაშინგტონში იმყოფება:

“გვინდა ხელისუფლებას ცოტაოდენო დრო მივცეთ, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენს თვალწინ ამდენი ადამიანი დაიღუპა. ამით კიდევ ერთხელ დავარწმუნებთ საერთაშორისო საზოგადოებას, რომ დიპლომატიური დამოკიდებულება და საუბარი მიშანშეწონილი არაა, რადგან ძალადობის შეჩერებას ვერ შეძლებს.”

პარალელურად ბაშარ ალ-ასადის მთავრობა აცხადებს, რომ ცეცხლის შეწყვეტის პირობებს იმ შემთხვევაში შეასრულებს, თუკი ტერორისტებისაგან, რომელთა უკან ამოხებულები დგანან, მისი უსაფრთხოება იქნება დაცული.

რა მოხდება მაშინ, თუ სირიაში ესკალაცია არ განიმუხტა? თავის დროზე, გაეროს უსაფრთხოების საბჭოს რეზოლუციას სირიის ხელისუფლების გადადგომის შესახებ , რუსეთმა და ჩინეთმა ვეტო დაადო. პრეზიდენტ ობამას ადმინისტრაციამ სირიას ჰუმანიტარული და საკომუნიკაციო აღჭურვილეობით შესთავაზა დახმარება.

ამ კვირაში ამერიკელი სენატორები ჯონ მაკეინი და ჯო ლიბერმანი თურქეთში, სირიელი ლტოლვილების ბანაკებს ესტუმრნენ. ამერიკელმა პოლიტიკოსებმა, სწორედ მათი ნახვის შემდეგ შეაფასეს ანანის გეგმა უარყოფითად და დასძინეს, რომ საჭიროა შეიარაღებული წინააღმდეგობის გაწევა.

“ერთადერთი გზა, რომელიც სიტუაციას გააუმჯობესებს ეს არის სირიის ოპოზიციის დახმარება, იმისათვის რომ ძალის გამოყენებით ცლილებების განხორციელება შეძლონ-,” განაცხადა სენატორმა მაკეინმა.

თავის მხრივ ოპოზიცია აღნიშნავს, რომ ცალ-ცალკე არც დიპმლომატიური მოლაპარაკებები და არც სამხედრო ჩარევა საქმეს არ უშველის. მხოლოდ მათი კომბინაცია თუ დაარეგულირებს დაძაბულობას. მიუხედავად ამისა, ამ საკითხს გარკვეული შეშფოთებაც ახლავს თან. ექსპერტი ემირა ვუდსი ამბობს, რომ შეიარაღებული ოპიციზიის კონტროლი ძნელი იქნება, რაც ქვეყანაში ვითარებას კიდევ უფრო გაართულებს.

ექსპერტთა ერთი ნაწილი იმასაც დასძენს, რომ შეერთებული შტატებისათვის ახლა არახელსაყრელი დროა იმისათვის, რომ სირიის შიდა პოლიტიკურ ვითარებაში ჩაერიოს.

სირიის ოპოზიცია კი მშვიდობიანი დემონსტრაციების მოწყობით, კიდევ ერთხელ ცდილობს გამოსცადოს ხელისუფლება, თუ რამდენად განახორციელებს ის სამშვიდობო ხელშეკრულების პირობებს.

XS
SM
MD
LG