სომალის ლიდერებმა პუტლანდის შტატში გამართულ კონფერენციაზე მიაღწიეს შეთანხმებას, სომალის ახალი საკანონმდებლო ორგანოს ჩამოყალიბებასთან დაკავშირებით. კერძოდ კი, შეიქმნა ორპლატიანი პარლამენტი. ახალ პარლამენტში ადგილების 30 პროცენტს ქალები დაიკავებენ.
სამდღიანი კონფერენცია, რომელსაც საერთაშორისო ლიდერებიც ესწრებოდნენ, დღეს დასრულდა.
კონფერენციის გახსნისას, ქვეყნის პრეზიდენტმა აბდურაჰმან მოჰამუდ ფაროლემ ლიდერებს შეახსენა, რომ ქვეყანაში დემოკრატიის განვიათრება მხოლოდ მოლაპარაკების საშუალებით არის შესაძლებელი.
1991 წელს სომალის მთავრობა მეამბოხეებმა ჩაიგდეს ხელთ და ქვეყნის ეგრეთწოდებულ მთავრობას საერთაშორისო საზოგადოეობა არ სცნობს.