რიგებში ჩამდგარი რუსები უნივერსიტეტის აუდიტორიაში სალექციო ჩანაწერებს აკეთებენ. ეს სტუდენტები არ არიან; ისინი მხოლოდ მოხალისეები არიან, რომლებიც, კვირას, რუსეთში გამართულ საპრეზიდენტო არჩევნებს დააკვირდებიან. ეს ადამიანები თეორიული რჩევების გარდა, პრაქტიკულ ცოდნასაც აუდო-ვიდეო ტექნიკის გამოყენებით ღებულობენ. მისი ავტორი სერობ ხაჩატრიანია:
“მათ ვინც სურვილი გამოთქვეს არჩევნებში დამკვირვებლად ყოფნაზე, სპეციალურ ტრენინგებს ვუტარებთ, სხვადასხვა მასალას ვაცნობთ; ადვილად დასამახსოვრებელი ვარჯიშებია.
ანა ბუგროვას თქმით, გასული წლის დეკემბერში, რუსეთში საპარლამენტო არჩევნების დროს ხმების გაყალბებამ, ახლა მას დამკვირვებლად ყოფნა გადააწყვეტინა:
“მაშინ მასობრივი გაყალბების ფაქტები დავინახე. შემდეგ ამ საკითხის შესწავლა დავიწყე და ახლა ამიტომ ვარ აქ. ”
მატვეი პეტუხოვი დამკვირვებელთა მონიტორინგის სამოქალაქო ჯგუფის ხელმძღვანელია, რომელიც მოხალისეებს დაკვირვების ელემენტებს აცნობს. იგი მათ ასევე სამართალდამცავებთან ურთიერთობასაც ასწავალის:
“ჩვენი მიზანი მარტივია: გვინდა ჩავატაროთ სამართლიანი არჩევნები. მოსკოვში ამის გაკეთება ადვილია, რადგან ბევრი დამკვირვებელი გვყვავს.”
დეკემბერში საპარლამენტო არჩევნებში გამოფენილი გაყალბების ფაქტების შემდეგ, პრემიერ-მინისტრმა ვლადიმერ პუტინმა მილიარდნახევარი დოლარის ღირებულების პროგრამის განხორციელება დაიწყო, რომელიც ასი ათას საარჩევნო უბანზე ვიდეო თვალის დამონტაჟებას ითვალისწინებს. თუმცა ამ გადაწყვეტილებას, ზოგიერთი მაინც სკეპტიკურად უყურებს:
“როცა შევიტყვე, რომ პრემიერ მინისტრის მოთხოვნით ვიდეო თვალის დამონტაჟება მოხდებოდა, ძალიან გამიხარდა, ვიფიქრე რაღაც გვეშველება-მეთქი, მაგრამ მერე გავიგე, რომ ამ ვიდეო თვალით გადაღებული კადრები საჯაროდ არ იქნებოდა ნაჩვენები; ხელისუფლება მათ ბლოკირებას მოახდენს.”
ეკატერინე კოროვკინა მზად არის კვირას, საარჩევნო უბანზე 20 საათის განმავლობაში გაუნძრევლად იდგეს და არჩევნების მსვლელობას დააკვირდეს; მან ისიც იცის რომ შეიძლება ბრძოლაც დასჭირდეს.
რუსეთის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, შედეგები საარჩევნო ექსპერტებმა “უოლ სტრიტ ჯერნელისათვის” შეისწავლეს, საიდანაც დადგინდა, რომ გაყალბებამ 21 პროცენტი შეადგინა, რაც 14 მილიონ ხმას უდრიდა.