დღეს მართლმადიდებელ სამყაროში მაცხოვრის შობის ბრწყინვალე დღესასწაული აღინიშნება. ამასთან დაკავშირებით თბილისში სამების საკათედრო ტაძარში წუხელ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ საზეიმო წირვა-ლოცვა აღავლინა. '
ღვთისმსახურება თბილისის დროით ღამის 12 საათზე დაიწყო. წირვის შემდეგ პატრიარქმა მრევლის წინაშე იქადაგა. ასევე წაიკითხეს უწმინდესის და უნეტარესის საშობაო ეპისტოლე. შობის დღესასწაულზე მორწმუნეთათვის 40 დღიანი მარხვა დასრულდა, რომელიც 28 ნოემბერს დაიწყო. 7 იანვარს მართლმადიდებლი სამყარო შობას იულიანეს კალენდრის მიხედვით აღნიშნავს. კათოლიკური შობა კი გრიგორიანული კალენდრის მიხედვით 25 დეკემბერს დგება. დღეს შობის ბრწყინვალე დღესასწაულს საქართველოს ეკლესიის გარდა, უკრაინის, სერბეთის, რუსეთის, იერუსალიმის ეკლესიები და ათონის მონასტრები აღნიშნავენ.