სირიის უშიშროების ძალებმა დამასკოში ბავშვის დაკრძალვაზე მისულ ადამიანებს ცეცხლი გაუხსნეს.
სამგლოვიარო ცერემონია პრეზიდენტ ბაშარ ალ-ასადის წინააღმდეგ მიმართულ საპროტესტო აქციაში გადაიზარდა, რომელშიც ათასობით ადამიანმა მიიღო მონაწილეობა.
დემონსტრანტებმა უშიშროების ძალებს ქვები დაუშინეს. შეტაკების შედეგად დაიღუპა ორი ადამიანი. ოპოზიციის აქტივისტების განცხადებით, ეს ბიჭი იმ 11 დაღუპულთა შორის იყო, რომლებიც სირიიის უშიშროების ძალებმა პარასკევს გამართული საპროტესტო აქციის დროს მოკლეს.
ამასობაში სირიის პრეზიდენტმა ბაშარ ასადმა სპეციალური კომისია შექმნა, რომელიც ქვეყნის ახალი კონსტიტუციის პროექტს მოამზადებს.