საფრანგეთის პრეზიდენტი ნიკოლას სარკოზი აცხადებს, რომ ეჭვმიტანილი ისლამისტების სამალავებზე განხორციელებული რეიდისას, საფრანგეთის პოლიციამ 19 ადამიანი დააკავა.
სარკოზის მტკიცებით, ტულუზაში და სხვა ქალაქებში პარასკევს განხორციელებული რეიდებისას, ამოღებულია ცეცხლსასროლი იარაღი.
ამ ფონზე, ცნობილი ხდება, რომ ტულუზაში მომხდარი მკვლელობების ეჭვმიტანილი ორგანიზატორის მოჰამედ მერაჰის მამა აპირებს სასამართლოში შეიტანოს საქმე ფრანგული პოლიციის წინააღმდეგ. მშობლის თქმით, პოლიციას მისი შვილის მკვლელობის ნაცვლად, ცოცხლად აყვანა შეეძლო.