ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ნიკოლ ფაშინიანი სომხეთის პრემიერად კიდევ ერთხელ დაინიშნა


სომხეთის პრეზიდენტმა არმენ სარქისიანმა პრემიერის მოვალეობის შემსრულებელი ნიკოლა ფაშინიანი პრემიერ-მინისტრად ოფიციალურად დანიშნა. 6 კვირის წინ გამართული საპარლამენტო არჩევნების შემდეგ ორშაბათს საკანონმდებლო ორგანო ახალი მოწვევის დეპუტატებით შეიკრიბა.


სარქისიანმა შესაბამის ბრძანებას მას შემდეგ მოაწერა ხელი, რაც "სამოქალაქო კონტრაქტის პარტიამ" ფაშინიანი პრემიერის პოსტზე წარადგინა. ფაშინიანს 15 დღე აქვს იმისთვის, რომ პარლამენტში თავისი გუნდის დასამტკიცებლად საჭირო ხმები მოიპოვოს. ვადამდელი არჩევნების შემდეგ 101 წევრიან პარლამენტში, პარტიას 71 მანდატი აქვს. არჩევნები მთიანი ყარაბაღის ზონაში გამწვავებული საბრძოლო მოქმედებებისა და კრიზისის შედეგად მხარეებს შორის დადებული შეთანხმების შემდეგ დაინიშნა.

მოსახლეობის ნაწილი ხელისუფლების ნაბიჯებს ქუჩებში აპროტესტებდა. ოპონენტები ფაშინიანს აზერბაიჯანთან მარცხში და ტერიტორიების დათმობაში სდებდნენ ბრალს. ფაშინიანი და მისი მხარდამჭერები კი ამბობენ, რომ ომის ამ შედეგით დასრულებაზე პასუხისმგებლები ქვეყნის ყოფილი ლიდერები - რობერტ ქოჩარიანი და სეღჟ სარქისიანიც არიან.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG