სომხეთის შეირაღებული ძალები კიდევ ერთხელ იმეორებს მოწოდებას, ქვეყნის პრემიერ-მინისტრის გადადგომის შესახებ. ეს მას შემდეგ, რაც მან ერთ-ერთი მაღალი რანგის გენერალი დაკისრებული მოვალეობებისგან გაათავისუფლა.
არმიის გენერალური შტაბი და სამხედრო სარდლობა კიდევ ერთხელ ადასტურებს მის მითხოვნას ფაშინიანის გადადგომის შესახებ. სამხედრო ლიდერებს მიაჩნიათ, რომ ქვეყანაში არსებული პოლიტიკური კრიზისის გადასაჭრელად ერთადერთი გზა, სწორედ პრემიერ-მინისტრის გადადგომა და ვადამდელი არჩევნების დანიშვნაა.
იმ ფონზე, როცა ფაშინიანის გადადგომას ოპოზიციის ლიდერებიც ითხოვენ, გენშტაბის უფროსის, ონიკ გასპარიანის გათავისუფლების შესახებ განცხადება დღეს გავრცელდა.
9 მარტს, ოპოზიციის ათასობით მხარდამჭერმა, პრემიერის გადადგომის მოთხოვნით პარლამენტის შესასვლელები დაბლოკა. დემონსრანტებმა ალა შემოარტყეს შენობას. პარლამენტის ბლოკირების დროს იყო პოლიციათან დაპირისპირებაც. სპეცრაზმს საპროტესტო აქციის დაშლა არ უცდია.
კრიზის ერთ-ერთი მიზეზი ფაშინიანის მიერ, ნოემბერში ხელმოწერილი, რუსეთის შუამავლობით დადებული შეთანხმებაა. რომლითაც დასრულდა ბრძლა მთიანი ყარაბაღისთვის.
კრიზისის განმუხტვის მიზნით, ფაშინიანმა ოპოზიციას რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნების გამართვა შესთავაზა, მაგრამ უარყოფს მათ მოთხოვნას გადადგომის შესახებ. ის აცხადებს, რომ რუსეთის შუამავლობით დადებული ხელშეკრულება ერთადერთი გზა იყო. შეთანხმების შესრულების მონიტორინგისთვის. ადგილზე რუსეთმა 2 000 მშვიდობისმყოფელი განათავსა.
Facebook Forum