ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

დებატები დარღვევების შესახებ სომხეთში


„თქვენი განცხადებით გაყალბებული არჩევნების ლეგიტიმაციას ახდენთ “ - უცხადებს სომეხი აქტივისტი საერთაშორისო დამკვირვებლებს

სომხეთში საპრეზიდენტო არჩევნების შედეგებს განიხილავენ. ევროპელი დამკვირვებლები ჩატარებულ არჩევნებს საკმაოდ ფრთხილ შეფასებას აძლევენ. შედეგების მიხედვით სომეხმა ხალხმა პრეზიდენტი სერჟ სარქისიანი მეორე ვადით აირჩია .

„ არჩევნები წელს უკეთესად ჩატარდა, თუმცა კონკურენციის ხარისხი დაბალი იყო“-განაცხადა ეუთოს საპარლამენტო დელეგაციის სადამკვირვებლო ჯგუფის ხელმძღვანელმა ტონინო პიკულამ. უფრო საიმედო შეფასება მოყვა ამ არჩევნებს ევროსაბჭოს სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლის კარინ ვოლდსეტის მხრიდან. „სომხეთი ადგას განვითარების სწორ გზას, რომ შეასრულოს თავისი ვალდებულებები როგორც ეს ახალი დემოკრატიის ქვეყანას ეკადრება ევროპაში.“-განაცხადა ნორვეგიელმა დეპუტატმა.

ამის შემდეგ პრესკონფერენციის დარბაზში არჩევნების შედეგებით უკმაყოფილო ადამიანები შეიჭრნენ. „თქვენი განცხადებით გაყალბებული არჩევნების ლეგიტიმაციას ახდენთ “- ხმამაღლა შეეპასუხა მას შედეგებით უკმაყოფილო აქტივისტი არტურ მანასიანი .

ოფიციალური შედეგების მიხედვით საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვება სერჟ სარქისიანმა 59 % მოიპოვა, ხმების მხოლოდ 37% დააგროვა მისმა მოწინააღმდეგემ აშშ-ში დაბადებულმა სომხეთის ყოფილმა საგარეო საქმეთა მინისტრმა რაფი ოვანესიანმა.

სამშაბათს სომხეთში იმის შესახებ მსჯელობდნენ იყო თუ არა გაყალბება იმ მასშტაბის რომ 22% იანი განსხვავება დაეფარა? საუბრობენ იმაზეც, რომ ოპოზიციის კანდიდატმა ოვანესიანმა ასობით მხარდამჭერს მთავარი მოედნისკენ პროტესტის გამოსახატად მოუწოდა. „არჩევნების შედეგები არ ასახავს სომეხი ერის ნებას“ - აცხადებს დამარცხებული კანდიდატი ოვანესიანი -“არჩევნების პროცესში ბევრი დარღვევა მოხდა. მე გახლავართ სომხეთის არჩეული პრეზიდენტი“. პრეზიდენტ სერჟ სარქისიანს მან ვადა ოთხშაბათამდე მისცა რომ სწორედ ის აღიაროს არჩეულ პრეზიდენტად. წინააღმდეგ შემთხვევაში მორიგ საპროტესტო აქციას გამართავს.

„ყოვლისმომცველი დარღვევები“

ოვანესიანის მხარდამჭერები აცხადებენ რომ აქვთ ასობით განცხადება საარჩევნო ბიულეტენების ყუთებში ჩაყრის და შედეგების დათვლის დროს დაშვებული დარღვევების შესახებ. ადვოკატმა სარა ანჯარგოლიანმა მიტინგზე განაცხადა რომ საარჩევნო დარღვევების შესახებ სხვადასხვა უფლებადამცველი ორგანიზაციები ფეისბუქის გვერდზე ინფორმაციებს აქვეყნებდნენ. მან ეს მასალები შეაგროვა შემდეგ საპრეზიდენტო კანდიდატის შტაბ-ბინაში მივიდა სადაც ასევე დახვდა ანგარიში სხვადასხვა საარჩევნო უბანზე მომხდარი დარღვევების თაობაზე.

„ადგილი ჰქონდა ყველანაირ დარღვევას-ბიულეტენების ჩაყრას, განა ათობით არამედ ასობით იმისათვის რომ მომხდარიყო პრეზიდენტის სავარძლის შენარჩუნება. და ეს ყველაფერი დაშინების ფონზე დღის სინათლეზე ხდებოდა“-აცხადებს სარა ანჯარგოლიანი.

თუმცა ედუარდ შარმაზანოვმა რომელიც სერჟ სარქისიანის პრესსპიკერია მმართველი რესპუბლიკური პარტიიდან განაცხადა:- „ ეს არჩევნები საუკეთესო იყო დამოუკიდებელ სომხეთში ჩატარებული არჩევნების ისტორიაში“.

პოლიტიკური მიმომხილველები საუბრობენ გასული წლის მაისის საპარლამენტო არჩევნებზე როდესაც მმართველმა გუნდმა ადგილების 52% მოიპოვა პარლამენტში. ყველა წინასაარჩევნო გამოკითხვების თანახმად ამომრჩეველთა დიდი ნაწილი მოქმედ პრეზიდენტს სერჟ სარქისიანს უჭერდა მხარს. საარჩევნო უბნების დახურვის შემდეგ ორშაბათს პირველი ეგზიტპოლი ორგანიზაცია "გალოპმა" გამოაქვეყნა რომლის თანახმადაც ამომრჩეველთა 58% სარქისიანს მისცა ხმა. უკვე სამშაბათს დილას ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ პირველადი მონაცემები დადო, რომლის მიხედვითაც სერჟ სარქისიანმა 58.64 % მიიღო.

მოსკოვმა შედეგები ცნო

რუსეთის უშიშროების ყოფილი მინისტრის სერგეი ლებედევის ხელმძღვანელობით სპეციალური სადამკვირვებლო ჯგუფი იყო ჩასული სომხეთში, რომელშიც ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკების წარმომადგენლებიც იყვნენ შესული.

„ დაფიქსირდა რამდენიმე უმნიშვნელო დარღვევა რომელიც საპრეზიდენტო არჩევნების მთლიან შედეგზე გავლენას ვერ იქონიებს“ განაცხადა ლებედევმა. “სომხეთში ჩატარებული საპრეზიდენტო არჩევნები მთლიანად პასუხობს საერთაშორისოდ აღიარებულ ნორმებს.“

რუსეთი სომხეთის ტერიტორიაზე ინარჩუნებს საკუთარ სამხედრო კონტიგენტს, რომელიც 5000 ჯარისკაცით არის წარმოდგენილი. სამშაბათსვე, რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა სომხეთის ახლად არჩეულ პრეზიდენტს გამარჯვება ტელეფონით მიულოცა.
XS
SM
MD
LG