სომხეთის მთავრობა აცხადებს, რომ სომხეთის სიუნიქის რეგიონში ვითარება ამ დრომდე დაძაბულია. სევის ტბის გარშემო ერთმანეთის მახლობლად იმყოფებიან სომეხი და აზერბაიჯანელი სამხედროები. დაპირისპირების გაღრმავების შესახებ პრემიერ-მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა, ნიკოლ ფაშნიანმა ეროვნული უშიშროების საბჭოს სხდომაზე განაცხადა.
ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე კვლავ რჩება 250 აზერბაიჯანელი სამხედრო, რომლებმაც ფაშინიანის თქმით, დაარღვიეს საზღვარი და სომხეთის ტერიტორიაზე 3,5 კილომეტრის სიღრმეში შევიდნენ.
„საქმე გვაქვს კრიზისთან, რომელსაც შემდგომი განვითარების რამდენიმე სცენარი გააჩნია. სომხეთის სუვერენული ტერიტორია უნდა იყოს ხელშეუხებელი, ხოლო აზერბაიჯანის შეირაღებული ძალები უნდა დაუბრუნდნენ პირვანდელ პოზიციებს, სადაც ისინი 10 მაისის მდგომარეობით იმყოფებოდნენ“, - განაცხადა ფაშინაინმა.
ბაქოს ამ დრომდე არ გაუკეთებია ოფიციალური განცხადება აზერბაიჯანელი სამხედროების მხრიდან სომხეთის სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთის შესახებ.
Facebook Forum