ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

23 წელი 9 აპრილის ტრაგედიიდან


დღეს საქართველოში 9 აპრილის ტრაგედიიდან 23-ე წლისთავს აღნიშნავენ. 1989 წლის 9 აპრილს საბჭოთა კავშირის შეიარაღებული ძალების დერჟინსკის დივიზიამ თბილისში პარლამენტის შენობასთან შეკრებილი მშვიდობიანი დემონსტრაციის წინააღმდეგ ძალა გამოიყენა. მიტინგის დარბევის შედეგად 21 ადამიანი დაიღუპა და ასობით მომიტინგე ჯარისკაცების მიერ მათ წინააღმდეგ გამოყენებული გაზით მოიწამლა.

1991 წელს 9 აპრილი საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის დღედ გამოცხადდა.

XS
SM
MD
LG