ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

„ეფლმა" ახალი სმართფოუნი გამოუშვა


Apple CEO Tim Cook at the unveiling of iPhone 5, San Francisco, Sept. 12, 2012.
Apple CEO Tim Cook at the unveiling of iPhone 5, San Francisco, Sept. 12, 2012.

„აიფოუნ 5"-ი მომავალი კვირიდან გაიყიდება

ამერიკულმა ტექნოლოგიურმა გიგანტმა „ეფლმა" პოპულარული სმართფოუნის ბოლო ვერსია, ანუ „აიფოუნ 5"-ი გამოუშვა. კომპანიის განცხადებით, ახალი მობილური ტელეფონი ბევრად უფრო თხელი და მსუბუქია და თანაც დიდი ზომის ეკრანით არის აღჭურვილი.

ახალი თაობის ტელეფონი კომპანია „ეფლმა" ოთხშაბათის პრესკონფერენციაზე წარმოადგინა ქალაქ სან-ფრანცისკოში. „აიფოუნ 5"-ი ალუმინის და შუშისგანაა დამზადებული და 122 გრამს იწონის.

„ეფლის" განცხადებით, ახალი სმართფოუნი, წინამორბედისგან განსხვავებით, ბევრად უფრო სწრაფია და სამი მიკროფონი აქვს. „აიფონ 5"-ი „ეფლის" მაღაზიის დახლებზე შემდეგი კვირიდან გამოჩნდება და ორწლიან მომსახურებაში ჩართვის კონტრაქტით 199 დოლარი ეღირება.
XS
SM
MD
LG