ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

კომპანია "ეფლი" 25 მილიონს გადაიხდის იმიგრანტების დაქირავებისთვის


კომპანია "ეფლი", ამერიკის იუსტიციის დეპარტამენტს 25 მილიონ დოლარს გადაუხდის. კომპანია ამ თანხას დავის მოსაგვარებლად გადაიხდის. ბრალდების მიხედვით, "ეფლი" უკანონოდ ანიჭებდა უპირატესობას უცხოელ იმიგრანტებს და ამერიკის მოქალაქეებსა და მწვანე ბარათის მფლობელებს გარკვეული სამუშაოების შესრულებისთვის.

იუსტიციის დეპარტამენტის განცხადებაში ნათქვამია, რომ "ეფლს" არ დაუქირავებია ამერიკის მოქალაქეები, ან მუდმივი ცხოვრების უფლების მქონენი სამუშაოებზე, რომლებიც დაშვებული იყო ფედერალური პროგრამისთვის, რომელიც დამსაქმებლებს საშუალებას აძლევს დააფინანსონ იმიგრანტი მუშები მწვანე ბარათებისთვის. ეს კი არღვევს ფედერალურ კანონს, რომელიც კრძალავს მოქალაქეობის საფუძველზე დისკრიმინაციას.

მოქალაქეობის საფუძველზე დისკრიმინაციის საქმეებს შორის, ეს შეთანხმება, ფინანსურად, ყველაზე დიდია ამერიკის იუსტიციის დეპარტამენტისთვის. "ეფლი" $6,75 მილიონს სამოქალაქო ჯარიმების სახით გადაიხდის, ხოლო $18,25 მილიონს - დაზარალებული მუშახელის დაუზუსტებელი რაოდენობისთვის.

"ეფლის" განცხადებაში ნათქვამია, რომ ის უნებლიედ არღვევდა კანონს.

„ჩვენ განვახორციელეთ მტკიცე რემედიაციის გეგმა სხვადასხვა სამთავრობო უწყების მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად და ვაგრძელებთ ამერიკელი მუშახელის დაქირავებას ამერიკაში“, - აცხადებენ კომპანიაში.

XS
SM
MD
LG