ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ბრიტანეთის თავდაცვა: "რუსეთმა რაკეტა სავარაუდოდ სამოქალაქო გემს ესროლა"


ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, რუსეთმა ოდესის პორტის მიმართულებით სავრაუდოდ, ანტისარადარო რაკეტა AS-17 "კრიპტონი" ისროლა. რაკეტის სამიზნე კი ლიბიის დროშით მცურავი სამოქალაქო გემი აღმოჩნდა, რომელიც პორტ პივდენიში იდგა. დაღუპულია ერთი შტურმანი, დაშავდა ეკიპაჟის სამი წევრი, ასევე პორტის თანამშრომელი.

უკრაინის ინფრასტრუქტურის სამინისტროს ცნობით, გემი იტვირთებოდა და ის ჩინეთის მიმართულებით უნდა წასულიყო. მათი განმატებითვე, რაკეტა სავარაუდოდ ამ ზონაში უკრაინის სამხედრო რადარის წინააღმდეგ იყო მიმართული.

სამინისტროს შეფასებით, ასევე, შესაძლებელია, რომ სამხედრო რადარის ნაცვლად, რაკეტამ მიზანში სამოქალაქო გემის რადარი ამოიღო. და თუ ეს ასე მოხდა, ეს რუსი პილოტის მხრიდან იარაღის არასწორ გამოყენებასაც ნიშნავს.

ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტრო ამბობს, რომ ომის პირობებში რუსეთის სამხედრო რესურსები უფრო და უფრო მცირდება და დიდ ტერიტორიაზე გადაჭიმულ ფრონტის ხაზზე მას შესაბამისი დაცვის შენარჩუნება უძნელდება.

XS
SM
MD
LG