ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

სამიტი ვლადივოსტოკში


ჩინეთის პირობა და რუსულ-ამერიკული შეთანხმება

ჩინეთი პირობას დებს, რომ გააძლიერებს შიდა ეკონომიკას და ამით გლობალურ გაჯანსაღებას შეუწყობს ხელს. ამის შესახებ ჩინეთის პრეზიდენტმა, ჰუ ძინტაომ რუსეთის ქალაქ ვლადივოსტოკში აზია-წყნარი ოკეანის რეგიონის ქვეყნების სამიტზე განაცხადა.

პარალელულარდ, შეერთებულმა შტატებმა და რუსეთმა სამიტზე გააფორმეს ხელშეკრულება, რომელიც ორ ქვეყანას შორის ანტარქტიკაში სამეცნიერო თანამშრომლობას შეეხება. შეთანხმებას ხელი სახელმწიფო მდივანმა ჰილარი კლინტონმა და საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა მოაწერეს.

ასევე, სამიტზე განიხილება ის მცდელობები, რომელიც მსოფლიოს და რეგიონის ეკონომიკურ გამოცოცხლებას შეუწყობს ხელს. აზია-წყნარი ოკეანის ქვეყნების ორგანიზაციაში 21 სახელმწიფოა გაერთიანებული, რაც მსოფლიოს მოსახლეობის 40 პროცენტს შეადგენს.
XS
SM
MD
LG