ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

"ასოშეთედ პრესის" ინფორმაციით, ტრამპი მიგრანტ ბავშვებს საფრთხეში აგდებს


ოთხშაბათს "ასოშეითედ პრესმა" გამოაქვეყნა ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ პრეზიდენტ ტრამპის ადმინისტრაცია ტეხასის შტატის მიგრანტთა ბანაკში მყოფი მოზარდი ბავშვების უსაფრთხოებას რისკის ქვეშ აყენებს იმით, რომ მათთვის დახმარების მიწოდება ფერხდება.

საუბარია იმაზე, რომ მზრუნველები საკმარის შემოწმებას არ გადიან და იმით, რომ მათ ძალიან ცოტა თანამშრომელი ჰყავთ, რომელიც ფსიქიკური ჯანმრთელობის მიმართულებითაა სპეციალისტი.

საკუთარი გამოძიებისა და ჯანდაცვის დეპარტამენტის მონაცემებზე დაყრდნობით AP აცხადებს, რომ ტეხასის უდაბნოში შექმნილ ბანაკში, რომელიც წესით დროებითი უნდა ყოფილიყო, მაგრამ ივნისიდან მოყოლებული, დღემდე მოქმედებს, ბავშვების რაოდენობა გამუდმებით იზრდება. თუკი იქ თავდაპირველად 360 ბავშვი იყო, ახლა 2300-ს აღწევს მათი რაოდენობა.

"ასოშეითედ პრესი" აცხადებს, რომ მათი კვლევის თანახმად, ამ ბანაკის სწრაფი ზრდა სერიოზულ პრობლემებს აჩენს, მათ შორისაა მისი შენახვის ხარჯები, რაც ამერიკელ გადასახადების გადამხდელებს შესაძლოა 430 მილიონი დოლარი დაუჯდეთ.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG