ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

უნგრეთში ანტისამთავრობო გამოსვლები გრძელდება


ბუდაპეშტი, 17 დეკემბერი
ბუდაპეშტი, 17 დეკემბერი

ათასობით დემონსტრანტი გამოვიდა ორშაბათს საღამოს ბუდაპეშტში, უნგრეთის ეროვნული მაუწყებლის შენობის წინ. ეს მემარჯვენე მთავრობის და მისი ლიდერის, პრემიერ-მინისტრ ვიქტორ ორბანის წინააღმდეგ დაწყებული საპროტესტო აქციების მეხუთე დღე იყო.

პოდიუმს რიგ-რიგობით იკავებდნენ ოპოზიციური პარტიების წარმომადგენელი კანონმდებლები. გამოსვლებიდან ჩანდა, რომ დემონსტრანტები დაშლას არ აპირებენ, ვიდრე მათ არ მისცემენ უფლებას, საკუთარი მოთხოვნები სახელმწიფო ტელევიზიით საჯაროდ წაიკითხონ.

საპროტესტო ტალღა ახალმა შრომითმა კანონმდებლობამ გამოიწვია, რომელიც თანამშრომლის თანხმობის შემთხვევაში, 6-დღიან სამუშაო კვირას აკანონებს. ამასთან, დამქირავებელს შეუძლია ხალხი 3 წლის განმავლობაში, დამატებითი ანაზღაურების გარეშე დაასაქმოს.

მოგვიანებით, დემონსტრანტთა მოთხოვნების სპექტრი გაფართოვდა. გამომსვლელები მთელ რიგ პრობლემებს აპროტესტებენ. ისინი ითხოვენ მთავრობის კორუფციისგან გაწმენდას, დამოუკიდებელ სასამართლო სისტემას და ნეიტრალურ ეროვნულ მაუწყებელს.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG