ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ენტონი ბურდეინი სასტუმროში გარდაცვლილი იპოვეს


61 წლის ასაკში გარდაიცვალა ცნობილი ტელე-წამყვანი და შეფ-მზარეული ენტონი ბურდეინი. ის, დღეს დილით, საფრანგეთის ერთ-ერთი სასტუმროს ნომერში იპოვა მის მოსანახულებლად მისულმა მეგობარმა ერიკ რიპერტმა. "სი-ენ-ენის" ცნობით, ბურდეინმა სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა.

ტელეკომპანია "სი-ენ-ენის" ერთ-ერთი სახე პრესტიჟული ამერიკული სატელევიზიო ჯილდოს "ემის" რამდენიმე ნომინაციის და პრიზის ორგზის მფლობელი იყო. ბურდეინი განსაკუთრებით დაამახსოვრდა მაყურებელს წლების მანძილზე მიმდინარე სერიების ციკლით "უცნობი ადგილები". ის ამ გადაცემაში მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის საინტერესო კულინარულ მიმართულებებთან ერთად, მაყურებელს მის მრავალფეროვან კულტურას და ტრადიციებსაც აცნობდა.

ენტონი ბურდეინი საქართველოშიც იმყოფებოდა. მისი გადაცემა ქართულ კულინარიაზე და კულტურაზე "სი-ენ-ენის" ეთერში 2016 წელს გავიდა.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG