ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ლოს-ანჯელესში 4.6 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა


ამერიკის გეოლოგიური კვლევის სამსახურის განცხადებით, ლოს-ანჯელესის მიმდებარე ტერიტორიაზე 4.6 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა.

მოქალაქეები ამბობენ, რომ ძლიერი რყევა იგრძნეს. ლოს-ანჯელესის მცხოვრებლების თქმით, ბევრ ადგილას შუშები და ჭურჭელიც ზანზარებდა. ლოს-ანჯელესის სახანძრო დეპარტამენტი აცხადებს, რომ გამოძახებები მიწისძვრის შედეგად რაიმე შენობის დაზიანების ან ადამიანთა დაშავების თაობაზე, არ მიუღია.

ამინდის ეროვნული სააგენტო ამბობს, რომ არც ცუნამია მოსალოდნელი.

მიწისძვრა იგრძნეს ლოს-ანჯელესის გარეუბნებში და შედარებით ფართო არეალშიც - სამხრეთით სან დიეგოში, აღმოსავლეთით პალმ სპრინგის უდაბნოს რეგიონშიც. რამდენიმე შეტყობინება დაფიქსირდა ჩრდილო-დასავლეთით, ლოს-ანჯელესიდან 100 მილშიც.

XS
SM
MD
LG