ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

მსოფლიოს ლიდერების „ტოქსიკური რიტორიკა“ სახიფათოა


ლონდონში დაფუძნებული უფლებადამცველი ორგანიზაცია „საერთაშორისო ამნისტია“ აცხადებს, რომ მსოფლიოს პოლიტიკური ლიდერები, რომელთა შორის ამერიკის პრეზიდენტი დონალდ ტრამპიც არის, თავიანთი „ტოქსიკური რიტორიკით“ გაცილებით დაპირისპირებულ და სახიფათო სამყაროს ქმნიან. „ჩვენ მათ პირისპირ“ - ასე ახასიათებს ორგანიზაცია გარემოს, რომლის ჩამოყალიბებაშიც ბრალს თანამედროვე პოლიტიკოსებს სდებს.

„საერთაშორისო ამნისტიის“ ყოველწლიური ანგარიში 159 ქვეყანაში ადამიანის უფლებების დაცვის მხრივ შექმნილ მდგომარეობას სწავლობდა. პუბლიკაციაში განსაკუთრებული ყურადღება მახვილდება სირიაში მიმდინარე სამოქალაქო ომზე და მასთან დაკავშირებულ დევნილთა კრიზისზე, ასევე, ადამიანის უფლებების შეზღუდვაზე მთელ რიგ ქვეყნებში, როგორიცაა თურქეთი, კუბა და ფილიპინები.

XS
SM
MD
LG