ადამიანის უფლებების დამცველი ორგანიზაცია, საერთაშორისო ამნისტია აცხადებს, რომ ევროპული სახელმწიფოების მცდელობა შეამცირონ ხმელთაშუა ზღვაში დევნილების და მიგრანტების გადაადგილება ლიბიიდან, მათ ისეთ გარემოში აქცევს სადაც ძალადობა და წამება გარდაუვალია.
სამშაბათს გამოქვეყნებულ ანგარიშში საერთაშორისო ამნისტია ამბობს, რომ ევროპის ქვეყნები „თანამონაწილეები“ არიან ამ პროცესის რადგან ისინი ლიბიის სანაპირო დაცვასთან და ადგილობრივ თანამდებობის პირებთან თანამშრომლობენ რათა შეამცირონ ადამიანების არალეგალური გზებით ევროპის კონტინენტზე გადაყვანის პროცესი.
ამ წლის განმავლობაში, 3000 დევნილი და მიგრანტი დაიღუპა, როდესაც ისინი ევროპის კონტინენტზე მოხვედრას ცდილობდნენ. ევროპის ქვეყნებმა თავშესაფრის მძებნელთა რაოდენობის შემცირების მიზნით საზღვრები ჩაკეტეს, გაამკაცრეს კონტროლი საბაჟოებზე და დაიწყეს თანამშრომლობა ხმელთაშუაზღვის და ჩრდილოეთ აფრიკის ქვეყნებთან.
Facebook Forum