ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

„საერთაშორისო ამნისტიის“ ახალი მოხსენება


„საერთაშორისო ამნისტიის“ ახალი მოხსენება
„საერთაშორისო ამნისტიის“ ახალი მოხსენება

საერთაშორისო ორგანიზაცია „საერთაშორისო ამნისტიის“ განცხადებით, გაეროს უშიშროების საბჭოს მუდმივმოქმედი წევრები არასაკმარის მცდელობებს მიმართავენ იარაღით ვაჭრობის კონტროლისათვის, რაც ადამიანის უფლებების სერიოზულ დარღვევებს იწვევს. „საერთაშორისო ამნისტიის“ განცხადებით, დიდ ბრიტანეთში, ჩინეთში, საფრანგეთში, რუსეთსა და შეერთებულ შტატებში დარეგისტრირებულ სატრანსპორტო კომპანიებს კონვენციური იარაღი და აღჭურვილობა იმ ქვეყნებში გადააქვთ, სადაც ამ იარაღს სამხედრო დანაშაულებისთვის იყენებენ. ორგანიზაციას ამის დამადასტურებელ მაგალითად მოყავს ბრიტანული და გერმანული გადამზიდავი კომპანიები, რომლებმაც კასეტური ბომბები სამხრეთ კორეას და პაკისტანს მიაწოდეს. დიდ ბრიტანეთშიც და გერმანიაშიც აღნიშნული იარაღის გამოყენება აკრძალულია. მოხსენებაში ასევე ნათქვამია, რომ 2008 წელს ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღის პარტია „ეარ ფრანსის“ რეისით ბულგარეთიდან კენიაში გადაიტანეს.

XS
SM
MD
LG