ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ამერიკა დამოუკიდებლობის დღეს აღლუმებითა და ფოიერვერკებით აღნიშნავს


დღეს, 4 ივლისსს, ამერიკის დამოუკიდებლობის დღეა და ტრადიციულად, ამერიკის ყველა შტატსა და ქალაქში საზეიმო ღონისძიებებია დაგეგმილი. დღის განმავლობაში გაიმართება აღლუმები, კოსტუმირებული სანახაობები - დღის ბოლოს კი ტრადიციული ფოიერვერკები.

ამერიკის ტრანსპორტის უსაფრთხოების ადმინისტრაციის ცნობით, დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით, აეროპორტებში რეკორდული რაოდენობის ადამიანმა იმოგზაურა. მხოლოდ ერთ დღეში ამერიკის აეროპორტებმა სამ მილიონ მგზავრს უკვე უმასპინძლეს. სპეციალისტები ვარაუდობენ, რომ მონაცემები კიდევ უფრო გაიზრდება.

მონაცემების ანალიზზე დაფუძნებით, ტრანსპორტის ადმინისტრაცია ამბობს, რომ 60 მილიონზე მეტი ამერიკელი ავტომობილებით მოგზაურობს 4 ივლისის აღსანიშნავ ღონისძიებებზე დასაწრებად, ან ოჯახების მოსანახულებლად.

წელს ამერიკის დამოუკიდებლობა 248-ედ აღინიშნება და ამ დღისათვის ემზადება ქვეყნის დედაქალაქიც. კოლუმბიის ოლქში, ვაშინგტონში, მთელი დღის განმავლობაში გაიმართება სხვადასხვა ღონისძიებები, რის შემდეგაც დღეს ტრადიციულად გრანდიოზული ფოიერვერკით დაასრულებენ. როგორც წესი, მილიონობით ადამიანი ფოიერვერკებს ეროვნული მოლიდან ადევნებს თვალს.

ტრადიციულად ფოიერვერკებს გაუშვებენ ნიუ-იორკშიც, სადაც ქალაქის მასშტაბით არაერთი ღონისძიებაა დაგეგმილი.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG