ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ჩეხეთში ამერიკელს უვადო პატიმრობა მიუსაჯეს


ჩეხეთის სასამართლომ ამერიკის მოქალაქეს, რომელსაც სამი წლის წინ ჩადენილი მკვლელობა დაუმტკიცდა, უვადო პატიმრობა მიუსაჯა.

24 წლის კევინ დალრენმა ჩეხეთის ქალაქ ბრნოში 2013 წლის 22 მაისს, დანით სასიკვდილოდ დაჭრა ოჯახის დედა, მამა და მათი ორი ვაჟი.

დალრენი წარმოშობით კალიფორნიის ქალაქ პალო ალტოდანაა. ის მკვლელობიდან მეორე დღეს ვაშინგტონის საერთაშორისო აეროპორტში დააპატიმრეს მას შემდეგ, რაც ჩეხეთის პოლიციამ მის დაკავებაზე საერთაშორისო სანქცია გასცა.

დალრენი მოკლული ადამიანების ნათესავი იყო. მან სასამართლოსთვის ჩვენების მიცემაზე უარი თქვა და შემთხვევას ტრაგედია უწოდა.

XS
SM
MD
LG