ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ამერიკის ყურადღება დღეს ალაბამისკენაა მიპყრობილი


ალაბამის შტატში დღეს საგანგებო არჩევნები ტარდება. სამხრეთის შტატი ამერიკის სენატში საკუთარ წარმომადგენელს ირჩევს, რომელიც რესპუბლიკელი ჯეფ სეშენსის ადგილს დაიკავებს. სეშენსმა სენატი მას შემდეგ დათმო, რაც პრეზიდენტ ტრამპის შეთავაზება მიიღო და შეერთებული შტატების გენერალური პროკურორის პოსტი დაიკავა.

არჩევნების შედეგებს ორივე პარტიისთვის დიდი მნიშვნელობა აქვს. დემოკრატების კანდიდატია ყოფილი პროკურორი დაგ ჯონსი, რესპუბლიკელებს კი შტატში წინააღმდეგობრივი კანდიდატი ჰყავთ, როი მური. ის ახლახან რამდენიმე ქალის მხრიდან ჩივილის გამო, სექსუალური შევიწროების სკანდალში გაეხვა. მური ბრალდებებს დაბეჯითებით უარყოფს, რომელთა შორის ერთ-ერთი იმ პერიოდს ეხება, როცა მური 30 წლის იყო, მომჩივანი კი 14 წლის.

დღეს მიმდინარე არჩევნები ერთგვარი ინდიკატორი იქნება, თუ ვისკენ გადაიხრება სასწორი კონგრესის შუალედურ არჩევნებზე, დემოკრატებისკენ თუ რესპუბლიკელებისკენ. არჩევნები მომავალი წლის ნოემბერში გაიმართება.

ამას გარდა, ალაბამის შტატში სენატორის არჩევას, ანალიტიკოსები პრეზიდენტ დონალდ ტრამპის პოლიტიკური ავტორიტეტის ბარომეტრადაც მიიჩნევენ. ტრამპმა როი მური სხვა რესპუბლიკელ კანდიდატებს შორის გამოარჩია და მხარი მას დაუჭირა. პრეზიდენტმა როი მურის დემოკრატ ოპონენტზე დაგ ჯონსზე თქვა, რომ ის გამარჯვების შემთხვევაში, ვაშინგტონის ლიბერალ-დემოკრატი კანონმდებლების პოლიტიკური "ლეკვი" გახდება.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG