შეერთებული შტატები აცხადებს, რომ სირიის მეამბოხეების ლიდერის მკვლელობა ართულებს სამშვიდობო მოლაპარაკებებს, რომელთა მიზანიც სირიის ხუთწლიანი კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარებაა.
დაჯგუფება ჯაიშ ალ ისლამის მეთაური პარასკევს სირიის სამთავრობო ძალების მიერ ჩატარებული საჰაერო შეტევებისას დაიღუპა.
ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერმა მარკ ტონერმა განაცხადა, რომ ამერიკის მთავრობას კითხვები ჰქონდა ალ ისლამის მოქმედებებთან დაკავშირებით, თუმცა ის აფასებს მეამბოხეთა ჯგუფის მიერ პოლიტიკური პროცესის მხარდამჭერას და დაჯგუფება “ისლამური სახელმწიფოს” წინააღმდეგ გაწეულ ძალისხმევას.