ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

საჰაერო ტრანსპორტზე მოთხოვნილება იზრდება


საჰაერო ტრანსპორტზე მოთხოვნილება იზრდება
საჰაერო ტრანსპორტზე მოთხოვნილება იზრდება

საერთაშორისო საავიაციო უწყება იტყობინება, რომ საჰაერო ტრანსპორტით მომსახურებაზე მსურველთა რაოდენობა ბოლო თვეების განმავლობაში გაიზარდა, თუმცა მოსალოდნელია რომ ეს ტემპი წლის ბოლოსკენ შემცირდება

წამყვანი საავიაციო ორგანიზაციები აცხადებენ, რომ გლობალური ინდუსტრია ვითარდება, და უცხოელი მგზავრების რაოდენობამ ისევე როგორც ტვირთების გადაზიდვის მოცულობამ ივლისის თვეში მოიმატა. ინდუსტრიის სახელით განცხადება ავსტრალიაში საერთაშრისო საჰაერო ტრანსოპრტის ასოციაციის აღმასრულებელმა პირმა გააჟღერა, რომელმაც განაცხადა, რომ იგი ფრთხილი ოპტიმიზმით ადევნებს თვალს მიმდინარე სიტუაციას. საჰაერო ტრანსპორტის საერთაშრისო ასოციაცია საჰაერო მიმოსვლის ზრდას წელს ასოციაციის წევრი 230 ავიახაზისთვის ვარაუდობს. მატება კი როგორც ჩანს ბიზნეს და პირველი კლასის ბილეთების დიდი რაოდენობით გაყიდვით არის განპირობებული. ამ თემაზე სიდნეიდან ამერიკის ხმის კორესოპნდენტი ფილ მერსერი მოგვითხრობს.

საერთაშორისო ასოციაციის პრეზიდნეტი ჯოვანი ბისინიანი ამბობს, რომ გლობალური საავიაციო ინდუსტრია წლის ბოლომდე ორნახევარ მილიარდ დოლარს მოიგებს, მას შემდეგ რაც ორი წლის მანძილზე მან დანაკარგები ნახა. თუმცა აქვე მან შენიშნა, რომ ინდუსტრია შედარებით ნაკლებ წარმატებულია ევროპაში, სადაც დავალიანებით შექმნილი სირთულეების წინაშე დგას თითქმის ყველა სექტორი. შესაბამისად, აქ პროგნოზები საკმაოდ უღიმღამოა. სამაგიეროდ ბევრად უფრო დიდი აქტიურობა შეინიშნჩება აზიაში, ახლო აღმოსავლეთსა და სამხრეთ ამერიკაში.

ივლისში, ავია რეისებზე მგზავრები და მთლიანად, მოთხოვნა საჰაერო ფრენებზე 9 პროცენტით გაიზარდა, ტვირთების გადაზიდვაზე კი მოთხოვნამ 22ი პროცენტით იმატა.

ბისინიანის განცხადებით, გამოცოცხლება მოსალოდნელზე უფრო მყისიერი იყო. ამასთან, მან საგანგებოდ აღნიშნა, რომ ექსპერტებს, როცა გლობალური ავია ტრანსოპორტის ინტენსივობაზე საუბრობენ, არ უნდა დაავიწყდეთ აზიის ლომის წილი და ის ფაქტი, რომ იქ ორ გიგანტ სახელმწიფოსთან გვაქვს საქმე--ინდოეთთან და ჩინეთთან. ეს უკანასკნელი ყველაფერს აკეთებს და სწორი მიმართულებით ვითარდება. ჩინეთში, საჰაერო მიმოსვლა, ქვეყნის შიგნით 20 პროცენტით გაიზარდა. პარალელურად ამ მდგომარეობისა, ინდოეთშიც ანალოგიურ ზრდასთან გვაქვს საქმე.

საჰაერო მიმოსვლის საერთაშორისო ასოციაცია, რომლის წევრების წილიც საერთაშორისო საჰაერო მიმოსვლის 90პროცენტზე მეტს შეადგენს, აცხადებს, რომ აზია წყნარი ოკეანის ქვეყნების კუთვნილი ავია ხაზები წლის ბოლომდე ინდუსტრიაში მოგების ყველაზე დიდ წილს შეიტანენ.

ბისინიანიმ, ამასთან, მთავრობებსა და მარეგულირებელ ორგანოებს მოუწოდა ნაკლებ ბიუროკრატიული გახადონ ავიაზახების გაერთიანებისა და ახალი საჰაერო მარშრუტების გაზსნა.

XS
SM
MD
LG