ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ჰაერის დაბინძურების გამო საქართველოში სიკვდილიანობის ყველაზე მაღალი მაჩვენებელია


საქართველოში ჰაერის დაბინძურების გამო, მსოფლიოს სხვა ქვეყნებთან შედარებით, პროცენტულად ყველაზე მეტი ადამიანი იღუპება. მეორე ადგილზეა ბულგარეთი, მესამეზე - ჩინეთი. ენერგეტიკის საერთაშორისო სააგენტოს ანგარიში „ენერგია და ჰაერის დაბინძურება“ გუშინ, 27 ივნისს გამოქვეყნდა.

ანგარიშის მიხედვით, დედამიწაზე ჰაერის დაბინძურებასთან დაკავშირებული მიზეზებით ყოველდღიურად 18 ათასი ადამიანი კვდება, წელიწადში - 6.5 მილიონამდე. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ცნობით, ეს მონაცემი გაცილებით დიდია, ვიდრე შიდსით, ტუბერკულოზით და საგზაო შემთხვევებით დაღუპულთა საერთო რაოდენობა. ჰაერის დაბინძურების მთავარ წყაროდ ენერგოპროდუქტების გამოყენება ითვლება.

XS
SM
MD
LG