სამხრეთ აფრიკაში, შიდსი-ს გლობალურ კონფერენცია ათასობით მკვლევარმა, აქტივისტმა და დონორმა გახსნა. ისინი დაავადების მკურნალობის და თავიდან აცილების საუკეთესო გზების შესახებ იდეების გასაზიარებლად შეიკრიბნენ.
ხუთდღიანმა კონფერენციამ თვრამეტ ათასზე მეტი დამსწრე მიიზიდა, მათ შორის მსახიობი შარლიზ თერონი, ბრიტანეთის პრინცი ჰარი და გაეროს გენერალური მდივანი ბან კი მუნი.
შიდსი-ს პირველი კონფერენცია 2000 წელს სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაში, ქალაქ დურბანში მოეწყო. სამხრეთ აფრიკა აცხადებს, რომ მას ამ დაავადების სამკურნალო მსოფლიოში უდიდესი პროგრამა აქვს.