ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

თალიბებმა 17 ადამიანს თავი მოკვეთეს


სიკვდილით დასჯიდან რამდენიმე საათში, მეამბოხეები ავღანეთის შეიარაღებული ძალების საგუშაგოს დაესხნენ თავს

ავღანეთის სამხრეთში თალიბებმა 17 ავღანელ მოქალაქეს თავი მოკვეთეს. ჰელმანდის პროვინციის ოფიციალური პირების განცხადებით, მოკლულთაგან 15 მამაკაცია 2 კი ქალი. მასობრივი სიკვდილით დასჯის მიზეზად თალიბებმა წვეულებაზე მამაკაცებისა და ქალების ერთად დასწრება დაასახელეს. თალიბანი შერეული სქესის წვეულებებს კრძალავს.

17 ადამიანის სიკვდილით დასჯიდან რამდენიმე საათში, მეამბოხეები ავღანეთის შეიარაღებული ძალების საგუშაგოს დაესხნენ თავს, სადაც 10 ავღანელი ჯარისკაცი მოკლეს.

ამ შემთხვევებიდან დამოუკიდებლად, ნატოს განცხადებით, ავღანელმა ჯარისკაცმა ერთ-ერთ საწვრთნელ ბაზაზე კოალიციის ორი ჯარისკაცი მოკლა.
XS
SM
MD
LG