ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ავღანეთში ამერიკელი ჯარისკაცები მოკლეს


მიმდინარე კვირის განმავლობაში ანალოგიური ოთხი ინციდენტი დაფიქსირდა

ამერიკელმა და ავღანელმა ოფიციალურმა პირებმა დაადასტურეს რომ პარასკევს, ორ ინციდენტში ავღანელებმა ექვსი ამერიკელი ჯარისკაცი მოკლეს.

პირველი ინციდენტისას პარასკევს დილით, ჰელმანდის პროვინციის სანგინის რაიონში ავღანეთის პოლიციის მეთაურმა სპეცდანიშნულების სამი საზღვაო ქვეითი მოკლა. თალიბებმა ამ ინციდენტის შემდეგ დაადასტურეს, რომ თავდამსხმელი მათ რიგებში გადავიდა.

მეორე შემთხვევა, ადგილობრივი დროით პარასკევს ღამით მოხდა. ავღანელმა სამოქალაქო კონტრაქტორმა რომელიც პირველი ინციდენტის შორიახლოს მდებარე ნატოს ბაზაზე, მუშაობდა ცეცხლი გაუხსნა სამ ამერიკელ ჯარისკაცს.
მიმდინარე კვირის განმავლობაში სულ ოთხი ანალოგიური ინციდენტი დაფიქსირდა, რომ ავღანელებმა უცხოური ძალები მოკლეს.
XS
SM
MD
LG